Saturday, March 5, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დავამთავრე პროექტის პორტფოლიოს სრულყოფა. კიდევ ერთხელ გადავხედე ყველა მასალას და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე. შემდეგ წარვუდგინეთ ერთმანეთს ნამუშევრები.ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა რუსიეშვილს ასეთი პროფესიონალიზმისთვის, მეგობრული და თბილი დამოკიდებულებისთვის
დიდი მადლობა..

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავე ფასილიტაციის  მასალების მომზადებაზე. დავწერე ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე. განვიხილეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ მასალები. გავიაზრეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლის სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებისათვის.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია